ტაქსის მძღოლების განცხადება

თბილისში ტაქსის მძღოლები დღეიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აღარ გამართავენ. საინიციატივო ჯგუფის წევრის, არჩილ არჯევანიძის განმარტებით, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიღწეულია გარკვეული შედეგიც და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ისინი ვეღარ ხედავენ.