ტაქსის მძღოლების აქცია

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლებმა „სასიგნალო ავტო-აქცია“ გამართეს.

ავტოკოლონამ პლაკატებით სააკაძის მოედანზე წრიულად იმოძრავა, რის შემდეგაც, მერიის შესასვლელთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. მათ მთავარ მოთხოვნად რჩება გასაჩერებელი ადგილების აღდგენა.

თბილისიის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აქციის მონაწილეების მოთხოვნებს პასუხობენ. მათი გაცხადებით, ტაქსის მძღოლები უკანონოდ ახორციელებენ საერთაშორისო მგზავრობებს და იმისთვის, რომ ქალაქში მიმავალ კლიენტს გაუწიონ მომსახურეობა, მათ ავტოსადგურიდან 25 მეტრში გამოყოფილი აქვთ ადგილები.