ტაქსების რეგულაცია

„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსების რეფორმაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს.

გიორგი გუგავას განცხადებით, ახალი რეგულაციები მოქალაქეების ინტერესებს აზარალებს. განსხვავებულია დედაქალაქის მერიის პოზიცია, რომელიც რეფომრის ცვლილებას არ განიხილავს. დღეიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. „ა“ კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. „ა“ კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება. მათგან გასხვავებით, მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ „ბ“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები. მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოქმედდა ჯარიმები. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლება აქვთ, „ბ“ კატეგორიაში მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე გააგრძელონ.