ტაქსების ლიცენზირება

დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარადგინა დღეს თბილისის მერმა. მათ შორის ქალაქის მთავრობა ტაქსების ლიცენზირებას გეგმავს.

კახა კალაძის განცხადებით, მანქანის ტექნიკური გამართულობა, ვიზუალური მდგომარეობა და სანიტარული ნორმები იქნება მთავარი, რასაც ყურადღება მიექცევა შესაბამისი საბუთის აღების დროს.

ტაქსების ლიცენზირება იგეგმება საქართველოს კურორტულ ზონებშიც.

თემის დეტალებით ქეთი ქაშაკაშვილი გვერთვება.