ტაქსების ლიცენზირება

ტაქსის მძღოლებს მალე თბილისის მერიის კიდევ ერთი მოთხოვნის შესრულება მოუწევთ.

ამჯერად რეგულაცია მანქანის დიზაინს ეხება. დედაქალაქის მთავრობას სურს, ტაქსით მომსახურება მძღოლებმა თეთრი ფერის მანქანებით გაწიონ. თუმცა მოთხოვნა მხოლოდ კერძო პირებს ეხებათ და კომპანიებზე არ ვრცელდება.

გადაწყვეტილებას ადრესატები არაერთგვაროვნად ხვდებიან. მძღოლების და ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ მერიის მორიგი რეგულაცია ბაზარზე კერძო საკუთრებაში არსებული ტაქსების შემცირებას და კომპანიების პოზიციების გაძლიერებას.