„თანხმობის დოკუმენტი“ – რაზე მუშაობს რვა პარტია

21:15, 17.01.2026

რვა პარტია და ერთი დოკუმენტი – ინიციატორი ზურა გირჩი ჯაფარიძეა, ხოლო თანხმობის პროცესის პოტენციური კოორდინატორი, შესაძლოა, კვლავაც სალომე ზურაბიშვილი. 
ქართული ქარტიის, ტექნიკური მთავრობის, კოორდინაციის, 4 ოქტომბრის არშემდგარი დამხობისა და გაერთიანებამდე დაშლილი სხვა არაერთი ე.წ. ერთობის შემდეგ, მთავარი კითხვა ახლაც იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას.

მაშინ როცა, ლიდერთა ერთი ნაწილი ციხეშია, ნაწილი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თანხმობის დოკუმენტის იდეის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარი ალტერნატიული ძალის შექმნაა საერთო სტრატეგიითა და ერთიანი ხედვით. თუმცა, ამ ერთობაში საკუთარ ადგილს კვლავაც ვერ ხედავენ ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე გაემიჯნენ გაერთიანების ჩანასახებს.

რა რესურსი აქვს ოპოზიციას ახალი ერთობის შესაქმნელად და როგორია ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა პოზიციები –
ცარო კირვალიძის რეპორტაჟი.

მსგავსი