თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის საქმე 

კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა ახლა იწყება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს პატიმრობა შეუფარდეს.

ლაშა ცანავას თაღლითობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიება ამბობს, რომ ის ირანის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით თანხის სანაცვლოდ ბინადრობის ერთწლიანი ნებართვის მოპოვებაში დახმარებას ჰპირდებოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აუდიო და ვიდეო მასალების არსებობაზეც მიუთითა. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს თავად ცანავა, რომელიც თავს პროვოკაციის მსხვერპლად აცხადებს და ამბობს, რომ სუს-ი გათავისუფლების სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარულად თვალთვალს და მის ჩაწერას სთხოვდა. ცანავა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ახლო მეგობარია. ის ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. დაცვის მხარე ოპოზიციური პარტიის წევრის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.