თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის ითხოვს, ბრალდების მხარის თქმით, შპს „ელთ ბილდინგისთვის“ გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულებებიც, თუმცა, ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს.