თანასწორობიდან შეზღუდულ უფლებებამდე – ბრიუსელის გეგმა

21:15, 30.09.2026

ევროკავშირში დაანონსებულმა რეფორმამ რეზონანსი საქართველოშიც გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება გადაწყვეტილებების მიღების დღეს არსებული მექანიზმის გადახედვა და ამ გზით ვეტოს თავიდან აცილება. ანუ ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე გაერთიანების წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა შესაძლოა მომავალში საჭირო აღარ იყოს და კვალიფიციური უმრავლესობაც, ანუ 15 წევრის მხარდაჭერაც საკმარისი აღმოჩნდეს. თანასწორუფლებიანობის დარღვევა და დიდი ქვეყნების დომინირების მცდელობა – ასეთი რეაქციები მოჰყვა ჯერ მხოლოდ მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობას ოფიციალური თბილისის მხრიდან, რომელსაც ევროკავშირთან 2024 წლიდან ურთიერთობა დაეძაბა და მას შემდეგ დიალოგის პროცესი შეჩერებულია. ოპოზიციისგან გასხვავებით, მმართველი გუნდის წევრები ევროკავშირის დღის წესრიგში ვეტოს უფლების შეზღუდვის საკითხის გააქტიურებას გაერთიანებაში არსებული კრიზისით ხსნიან. ამავე კონტექსტში განიხილება ის ინიციატივაც, რომელიც გაერთიანებაში ახალი წევრების შეზღუდული უფლებებით გაწევრიანებას გულისხმობს.

მოიპოვებს თუ არა გეგმა ევროკავშირის ყველა წევრის მხარდაჭერას და მოიხსნება თუ არა გარკვეულ საკითხებზე 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის საჭიროება – თამუნა წიკლაური დეტალებით.

მსგავსი