ტანას აღკვეთილი – ახალი დაცული ტერიტორია შიდა ქართლში

21:43, 01.03.2026

ტანას აღკვეთილი თბილისიდან 100 კმ-ის მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. დაცული ტერიტორია შიდა ქართლის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 33 000 ჰექტარზე განთავსებულ ლანდშაფტს მოიცავს და ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციით ხასიათდება. ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და უნიკალური ეკოსისტემა ისტორიულ ხეობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის, რეგიონის განვითარების გეგმისა და მისი ტურისტული პოტენციალის სათანადოდ ათვისებისთვის კი, დამატებითი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა იგეგმება. ტურისტული პოტენციალის რეალიზება უკვე დაწყებულია – დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ბოშურში საოჯახო სასტუმროების სექტორი ბოლო წლებია წარმატებით ვითარდება და იქ დასვენება უკვე შესაძლებელია.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი