თანამშრომლობს მემორანდუმი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „USAID საქართველოს“ შორის ფართოვდება თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად „USAID საქართველოს“ მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.