თანამშრომლობის შეთანხმება განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის
საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრებმა. გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, შექმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. მხარეებს შორის შეთანხმება ქალაქ პეკინში ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.