თანამშრომლობის მემორანდუმი

15:44, 17.07.2018

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქსტატსა და ბიზნეს-სექტორს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

მსგავსი