თანამშრომლობის მემორანდუმი მოლდოვასთან

18:37, 06.05.2025

საქართველო და მოლდოვა სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში ითანამშრომლებენ. შესაბამისი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის სოციალური დაზღვევის ოფისს შორის გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ისეთ სფეროებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა საპენსიო უზრუნველყოფის სფეროს კანონმდებლობის გაუმჯობესება, ახალი მიდგომებისა და რეფორმების განხორციელება, ინოვაციური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენება, ასევე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გაძლიერება.

მსგავსი