თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების მინისტრსა და საფრანგეთის ელჩს შორის

15:37, 24.04.2018

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და საფრანგეთის ელჩს შორის. დოკუმენტი ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა და ზოგადად, საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, ასევე საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით დაიწყება მუშაობა საფრანგეთის უნივერსიტეტებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრების დაარსების საკითხზე.

მსგავსი