თანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და საერთაშორისო აქტივობების ხელშეწყობას გულისხმობს. ამასთან, მემორანდუმის უმთავრეს პრიორიტეტს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მათი საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ მოხალისეობრივ პროექტებში აქტიური ჩართვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო მომსახურების სააგენტოს პროექტის – „საერთაშორისო ბანაკი ათენში“ – მხარდაჭერას უზრუნველყოფს.