თანამშრომლობის მემორანდუმი 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და „ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკორპორეიშენს“ შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა.

ორგანიზაცია „იუესეიაიდის“ პროექტის, – „ზრდა საქართველოში,“ – მთავარი  განმახორციელებელი პარტნიორია. დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაცია საქართველოს ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის იუნესკოს ძირითად ნუსხაში წარსადგენად მომზადებაში დაეხმარება.

საერთაშორისო პარტნიორი განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში ჩაერთვება.