თანამშრომლობის მემორანდუმი

15:29, 01.10.2026

საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა და „6 ერის“ პრეზიდენტმა აბდელაფიტ ბენაზიმ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმება ორი ქვეყნის რაგბის კავშირებს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისია. ათწლეულების განმავლობაში არაერთმა ქართველმა მორაგბემ კარიერა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც მათ პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა მიიღეს და ფრანგული საკლუბო რაგბის ისტორიის ნაწილიც გახდნენ. მემორანდუმი მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალი მიღწევების სპორტის, მოთამაშეთა და მწვრთნელთა განვითარების, ახალგაზრდული რაგბის, მსაჯთა მომზადების, სამედიცინო მიმართულების, მენეჯმენტის,მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში.

მსგავსი