თანამშრომლობის მემორანდუმი

18:24, 13.06.2026

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

მსგავსი