თანამშრომლობის მემორანდუმი

12:15, 16.05.2026

იუსტიციის სახლსა და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია სტუდენტებისა და მსმენელებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ გაეცნონ იუსტიციის სახლში.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 17 უნივერსიტეტს შორის – მათ შორის, 9 სახელმწიფო და 8 კერძო უნივერსიტეტთან, უკვე გაფორმებულია.

მსგავსი