თანამშრომლობის მემორანდუმი

18:44, 13.05.2026

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ მოძრაობა დავითიანს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდული პროექტების განვითარებას და ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული, კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ფარგლებში, ინტელექტუალური კონკურსი „გაიცანი აფხაზეთი – დაიცავი მემკვიდრეობა“ გაიმართა. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო დავითიანის ტექლაბის მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და მემკვიდრეობის შესწავლას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ემსახურება.

მსგავსი