თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, – პრემია „იკა,“ – შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მიზნად ისახავს საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას. ასოციაცია მუდმივი პარტნიორობის ფორმატში ითანამშრომლებს პრემია „იკასთან“ და უზრუნველყოფს გამარჯვებულების საავტორო უფლებების სათანადოდ დაცვასა და განხორციელებას.

პრემია „იკა“ არის ახალი ყოველწლიური პრემია კულტურის დარგში, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს და დააჯილდოვოს დამწყები არტისტები ხელოვნების სფეროს შემდეგ რვა ნომინაციაში: მუსიკა, ლიტერატურა, კინო, პოსტერის დიზაინი, ილუსტრაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და ხელნაკეთი ნივთები.