თანამშრომლობის მემორანდუმი

12:26, 01.05.2026

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. მიზანი სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.

მსგავსი