თანამშრომლობის მემორანდუმი

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, პრაქტიკული მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროში. მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-პოლონური სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ფარგლებში გაფორმდა, რაც უნივერსიტეტმა პოლონეთის სილეზიის უნივერსიტეტთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებისა და მკვლევრების მონაწილეობით გამართა. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ სტაჟირება სამინისტროში.