Skilwill-ის კოლეჯსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების, ხოლო სააგენტოსა და ბაღების პერსონალისთვის უფასო ტრენინგ-კურსებს. დაგეგმილია ერთობლივი მუშაობა ბაგა-ბაღებში პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე, სტაჟირების პროგრამების გაძლიერებასა და საერთო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაზე.
კოლეჯი Skillwill პროექტში ჩართულ მხარეებს სთავაზობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაღალტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და კომფორტულ პირობებს, ხოლო ბაღების სააგენტო მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობას.
თანამშრომლობის მემორანდუმს კოლეჯის დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ მოაწერეს ხელი.