თანამშრომლობის მემორანდუმი

ფონდი City Cancer Challenge, რომელიც კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის მიერაა დაფუძნებული და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად, საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ფონდის ევროპის რეგიონის დირექტორმა მოაწერეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, 2025-2026 წლებში, განხორციელდება პროექტები კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის სამინისტრო და City Cancer Challenge ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ახორციელებენ.