თანამშრომლობის მემორანდუმი

ეკონომიკის სამინისტრო ჩოგბურთის ფედერაციას უსასყიდლო ხელშეკრულების მოქმედების ვადას 49 წლით უზრდის.

საუბარია „მზიურის“ საჩოგბურთო კორტებზე, რომელიც 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი 7 ღია და 4 დახურულ კორტს აერთიანებს, ტრიბუნა 800-მდე მაყურებელზეა გათვლილი. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩოგბურთის ფედერაციასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.