თანამშრომლობის მემორანდუმი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე მერია და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთობლივ პასუხისმგებლობას იღებენ.

მხარეებს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალი ობიექტების მშენებლობას, ტურისტების მოზიდვას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით ჭიათურას საკუთარი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ექნება, რომელიც სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილ შენობაში განთავსდება.