თანამშრომლობის მემორანდუმი

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მემორანდუმის ფარგლებში, მედიის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულებს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პირველმა არხმა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა, ასევე დაგეგმილია პარტნიორობა სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან, რომლებიც სტუდენტებს მედიის მიმართულებით სთავაზობენ აკადემიურ პროგრამებს.

მოამბე