თანამშრომლობის მემორანდუმი

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდსა და ერთ-ერთ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ფონდს ბენეფიციარების სამკურანალოდ 30 000 ლარი გადაეცა. კომპანია, როგორც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დონორი, მომავალშიც გააგრძელებს ფონდისთვის თანხის შეწირვას. შეხვედრაზე ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტები, ფონდის გადარჩენილი შვილობილები და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.