თანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოებას იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ ბინაზე მოვლას, არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები და საჭიროებენ კვალიფიციურ დახმარებას. ბინაზე მოვლის კვალიფიციური სერვისის დანერგვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შემოსულ არამიზნობრივ ზარებსაც შეამცირებს, რაც მომსახურებას უფრო ეფექტიანს გახდის. ასევე დაიზოგება ცენტრის ფინანსური რესურსიც.