საქართველო ჩინეთთან სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას აღრმავებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს ბოლო სახელმწიფო ვიზიტისას, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის შესაბამისად, ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას. ჩინეთში, ასევე გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი, რაც ორ ქვეყანას შორის საავიაციო სფეროში თანამშრომლობას შეეხება. ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, რეგულარულ სამგზავრო რეისებს ჩინეთის ორი ავიაკომპანია – China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე ასრულებს.