ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
ღონისძიება, ჯგუფ „არტ მეგობრების“ ორგანიზებულია და მასში მონაწილეობას 144 მხატვარი იღებს. ექსპოზიციაზე სხვადასხვა ჟანრისა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელთა თემატური მრავალფეროვნებაც შეზღუდული არ ყოფილა. ექსპოზიცია მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება და 12 მარტს დასრულდება.