თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი
„არტ ვილა გარიყულა“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს – FEST-I-NOVA 2026-სს მასპინძლობს. ფესტივალი წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულებას და აერთიანებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებსა და საერთაშორისო არტისტებს, რომლებმაც ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები და პროექტები წარადგინეს.