თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში

ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პროგრამის მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისათვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები ან ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” 50 –მდე ახალგაზრდა ფერმერს შეხვდნენ.

 

დატოვე კომენტარი