ტამიშის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა

დაბა ტამიშთან ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის ორ ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დატოვე კომენტარი