თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე 

საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება.

შეხვედრა კონტროლის სფეროში ჩართულ სპეციალისტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის გაიმართა. თამბაქოს ალიანსში განაცხადეს, რომ თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ, ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მარკეტინგის და პოპულარიზაციის შედეგად მწეველობა კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება. წარადგინეს რეკომენდაციებიც. მათ შორისაა, თამბაქოს ახალი პროდუქტების, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს, რეგულაციების გამკაცრება, რათა შემცირდეს ახალგაზრდებში ხელმისაწვდომობა.