თამბაქოს რეგულირების მექანიზმი  

ცვლილებებია მოსალოდნელი თამბაქოს ბაზარზე.

გასახვევი თამბაქო, იგივე თუთუნი შესაძლოა დაიბეგროს. საპარლამენტო უმრავლესობა კანონში შესატან ცვლილებებს ახალგაზრდებზე ზრუნვით და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების აუცილებლობით ხსნის.

არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები დაწესდეს ელექტრო-სიგარეტის და ე.წ. აიქოსის მოხმარებაზეც. თამბაქოს კონტროლის ალიანსში მსგავსი პროდუქტების საერთოდ აკრძალვას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი