თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი – ახალი კვლევა
პარლამენტში ინიცირებული კიდევ ერთი კანონპროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კრიტიკის საგანი ხდება.
დავის მიზეზია თამბაქოს პროდუქტებზე საგადასახადო ცვლილებები. ცალკეულ შემთხვევებში იზრდება აქციზის გადასახადი, თუმცა მცირდება სხვა გადასახადი. საკანონმდებლო ინიციატივის მიზნად ადგილობრივი წარმოების და პროდუქციის წახალისებაა. კანონპროექტს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ სპეციალისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საგადასახადო ცვლილება თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს და შესაბამისად, მწეველების რაოდენობასაც ვერ შეამცირებს. სადავო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. განხილვებში არ მონაწილეობენ პროექტის მოწინააღმდეგე სპეციალისტები, რომლებიც დისკუსიაში ჩართვას ითხოვენ.