თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები

დღეიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა – ვიტრინაზე სიგარეტის განთავსება და ე.წ. დრაივიდან გაყიდვა აკრძალულია. კანონის თანახმად, ცვლილებები თამბაქოს რეალიზაციას და განთავსების წესებს ეხება. კერძოდ, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან სიგარეტის მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.

დარღვევაზე ჯარიმა 2 000, განმეორებისას კი 4 000 ლარია.  ასევე იკრძალება თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია. ამასთან, აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში სიგარეტის გაყიდვა – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.