თამბაქოს კონტროლი

„მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ საქართველოშიც აღინიშნა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კანონის მოქმედებიდან ერთი წლის თავზე, თამბაქოსთან ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები და ამ სფეროს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა 112-ის მობილურ აპლიკაციაში ახალი კომპონენტის, „თამბაქოს კონტროლის“ პრეზენტაცია. ყველა ის პირი, რომელიც თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული, სიგელებით დააჯილდოვეს.