თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამო

კინომსახიობთა თეატრში ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგის და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლის საიუბილეო საღამო მიმდინარეობს.

თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია, მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

თათია კუჭუხიძე განავრცობს თემას.