„აბრეშუმის გალერეის“ საგამოფენო სივრცეში ჟურნალისტ თამაზ სულაძის პერსონალური გამოფენა – „50 უდრის სიყვარულს“ გაიხსნა. თვითნასწავლმა მხატვარმა დამთვალიერებლებს რიგით მეოთხე გამოფენაზე 60-მდე ნამუშევარი წარუდგინა. ექსპოზიციაზე სტუმრები სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევრებს იხილავენ.