83 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული მხატვარი თაზო ხუციშვილი გარდაიცვალა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, სადაც იგი ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში სწავლობდა, ორი ათეული წელი ამავე აკადემიაში ასწავლიდა ფერწერას. 1960-იანი წლებიდან მონაწილეობდა მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის მიერ მოწყობილ ყველა გამოფენაში. 1998 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თამაზ ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. 1990-იან წლებში იყო პირველი არხის საავტორო გადაცემის, – „უჩარჩოოდ” – წამყვანი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.