თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხუთი წლის იუბილე 

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხუთი წლის იუბილე გაიმართა. იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას, ფონდის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა ყურადღება. ასევე გამოავლინეს და დააჯილდოვეს სტიპენდიანტი სტუდენტები. ფონდის იუბილეზე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები და ფონდის სტიპენდიანტი სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.