„თამაშგარე მდგომარეობა“ — ირანული ფილმი ქალთა დისკრიმინაციაზე და ფეხბურთზე

ირანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი “თამაშგარე მდგომარეობა” მსოფლიო ეკრანებზე 2006 წელს გამოჩნდა. ჯაფარ პანაჰის ეს ფილმი ირანულ საზოგადოებაში ქალებისადმი დისკრიმინაციული კანონების შესახებ გვიამბობს, რეჟისორი “თამაშგარე მდგომარეობას” ირანის ხელისუფლებისგან მალულად იღებდა, ამ ფილმისთვის პანაჰიმ 2006 წელს ბერლინალეზე ვერცხლის დათვი მოიპოვა. ქალებისა და ფეხბურთის შესახებ გადაღებული “თამაშგარე მდგომარეობის” შესახებ უფრო ვრცლად ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით.

#ტაიმაუტი