თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ფარგლებში, დონალდ ტრამპმა ახალდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც ესწრებოდა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შტატების პრეზიდენტთან ასევე გააჟღერა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სურვილები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას და მტკიცე პარტნიორობას გულისხმობს.
საქართველოს ელჩი გუშინ ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს. ქართული მხარის ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველო-შტატების ურთიერთობების გაძლიერება და სამოქმედო გეგმა იყო.