თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. „ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ეკონომიკურ პოტენციალს და ისტორიულ როლს – შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით“. თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯიმ ბეარდის აშშ-ს კონგრესში საკანონმდებლო მიმართულებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.