თამარ მეფის სახელი საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლოა. სწორედ მის სახელს უკავშირდება უნიკალური ჯვარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხობის მონასტერში ინახებოდა. 1921 წელს ქართულ საგანძურთან ერთად პირველი რესპუბლიკის მთავრობამ იგი საფრანგეთში გახიზნა, 1945 წელს კი საგანძურის მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა იგი სამშობლოს დაუბრუნა. თამარის ჯვარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია