თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც სუს-ის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში, წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. თამარ მეარაყიშვილი „ჯაშუშობის ბრალდებით“ 23 დეკემბერს დააკავეს. 24 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.